четверг, 29 сентября 2016 г.

С 30-ого сентября в Кавказском центре возобнавляется цикл лекций о Бхагавад гите

Бхагавад Гита
Бхагавад Гита
თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის № 20 (თავისუფლების მოედნიდან)
Тбилиси, ул. Галактиона Табидзе №20 - 30-ого сентября 19:00 - 22:00

ვედური კულტურის ცენტრი 2016 წლის 30 სექტემბრიდან განაახლებს შეხვედრებს კავკასიურ სახლში ლექციების ახალი ციკლით „საუბრები გიტაზე“.
ბჰაგავად გიტა უძველესი აღმოსავლური ეპოსის მაჰაბჰარატას ნაწილია და მასში განხილულ ღირებულებათა გათვალისწინებით გათანაბრებულია უპანიშადებთან. გიტაში მოცემული სწავლების დანიშნულებაა გულწრფელი მაძიებელის ზიარება არამატერიალურ რეალობასთან.
ლექცია პირველი - საწყისები - ჩატარდება 2016 წლის 30 სექტემბერს, პარასკევს, 19:00 საათზე კავკასიურ სახლში,
თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის № 20 (თავისუფლების მოედნიდან).
ლექტორი: დევარატა დას(დავით თუთბერიძე).
დასწრება თავისუფალია.

Комментариев нет:

Отправить комментарий